ჩვენს ერს ქართული ენის სახით უდიდესი საუნჯე აქვს და მას თითოეული ჩვენგანი უნდა გაუფრთხილდეს; ჩვენს

ჩემ შესახებ

Моя фотография
კასპი, შიდა ქართლი, Georgia

ქართული ენა კურთხეულია ბიბლიაში:“და ენაი ესე, შემკული და კურთხეული სახელითა უფლისათა”.

воскресенье, 4 сентября 2011 г.


  1. პროექტის სახელწოდება: ქართული  სიტყვა–სასწაულები.
  2. პროექრის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:   მოსწავლეები დააკვირდებიან  გაიაზრებენ და შეიმეცნებენ ქართული ენის ხიბლს, ქართულ სიტყვებს რომელთა ეტიმოლოგიური კვლევა გააოცებთ და იმაზე დაფიქრდებიან, რაზეც აქამდე არ უფიქრიათ.
  3. პროექტის  აქტუალურობა: მოსწავლეები მეტად შეიყვარებენ ქართულ ენას, მოუფრთხილდებიან და იამაყებენ ქართული ენის სიმდიდრით და სიბრძნით. 
  4. პროექტის მიზნები: შეიქმნება პროდუტი, რომელიც არა მარტო პროექტის მონაწილეებს, არამედ სხვა მოსწავლეებსაც დააფიქრებს , ჩვენი ენის სიმდიდრის სიბრძნის და  უნიკალურობის შესახებ.
  5. მონაწილეთა ასაკი:15-16 წელი
  6. ვადები/ხანგრძლივობა: რვა თვე---  ოქტომბრიდან---- მაისამდე
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შექმნიან სიტყვა-სასწაულების ელექტრონულ ვერსიას, გამოიკვრება ჩვენი სკოლის დერეფანში, დამზადდება ილუსტრაციები, და ბოლოს მოეწყობა ღონისძიება ამავე სახელწოდებით, სადაც მოსწავლეები წარადგენენ თავიანთ კვლევებს.
  8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები : კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი. ეტიმოლოგიური ლექსიკონები, არნ. ჩიქობავას და თამაზ კვაჭანტირაძის ნაშრომები.
  9. პროექტის მსვლელობა :  კლასი გაიყოფა ორ ჯგუფად :1-ლი  ,,სიტყვა–სასწაულების შემგროვებლები"  , მე–2     –,, სიტყვა–სასწაულების მკვლევარები" . პროექტის მსვლელობის დროს  1–ლი ჯგუფი იძიებს  სიტყვებს , როგორებიცაა:  ნუგეში, რომლის ეტიმოლოგიური კვლევა  მე–2 ჯგუფს  მიიყვანს ზმნის– გეშინიას უარყოფი ფორმასთან ,  ასევე საინტერესოა წუთთისოფლის,  გარდაცვალების, ადამიანის, დღესასწაულის, თავისუფალის და სხვა სიტყვების ეტიმოლოგიური კვლევის შედეგები , რომლებიც დაიბეჭდება ფერად სლაიდებზე ან კედლის გაზეთის მეშვეობით გამოიფინება  ჩვენი სკოლის დერეფნებში, რაც ვფიქრობ საინტერესო იქნება არა მარტო პროექტის მონაწილეებისთვის არამედ, სხვა მოსწავლეებისთვისაც.
  10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან: ქართ. IX. 9. მოსწავლეს შეუძლია სადავო ან პრობლემურ საკითხებზე საკუთარი თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა; მოცემულ საკითხზე განსხვავებული შეხედულებების შეჯამება.ქართ. IX. 10. მოსწავლეს შეუძლია დეტალური ინფორმაციის, განსხვავებული თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა.
  11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ეკა მერებაშვილი
  12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:eka.merebashvili@gmail.com
  13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:ekamerebashvili blogspot.com