- პროექტის სახელწოდება: ქართული სიტყვა–სასწაულები.
- პროექრის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეები დააკვირდებიან გაიაზრებენ და შეიმეცნებენ ქართული ენის ხიბლს, ქართულ სიტყვებს რომელთა ეტიმოლოგიური კვლევა გააოცებთ და იმაზე დაფიქრდებიან, რაზეც აქამდე არ უფიქრიათ.
- პროექტის აქტუალურობა: მოსწავლეები მეტად შეიყვარებენ ქართულ ენას, მოუფრთხილდებიან და იამაყებენ ქართული ენის სიმდიდრით და სიბრძნით.
- პროექტის მიზნები: შეიქმნება პროდუტი, რომელიც არა მარტო პროექტის მონაწილეებს, არამედ სხვა მოსწავლეებსაც დააფიქრებს , ჩვენი ენის სიმდიდრის სიბრძნის და უნიკალურობის შესახებ.
- მონაწილეთა ასაკი:15-16 წელი
- ვადები/ხანგრძლივობა: რვა თვე--- ოქტომბრიდან---- მაისამდე
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შექმნიან სიტყვა-სასწაულების ელექტრონულ ვერსიას, გამოიკვრება ჩვენი სკოლის დერეფანში, დამზადდება ილუსტრაციები, და ბოლოს მოეწყობა ღონისძიება ამავე სახელწოდებით, სადაც მოსწავლეები წარადგენენ თავიანთ კვლევებს.
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები : კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი. ეტიმოლოგიური ლექსიკონები, არნ. ჩიქობავას და თამაზ კვაჭანტირაძის ნაშრომები.
- პროექტის მსვლელობა : კლასი გაიყოფა ორ ჯგუფად :1-ლი ,,სიტყვა–სასწაულების შემგროვებლები" , მე–2 –,, სიტყვა–სასწაულების მკვლევარები" . პროექტის მსვლელობის დროს 1–ლი ჯგუფი იძიებს სიტყვებს , როგორებიცაა: ნუგეში, რომლის ეტიმოლოგიური კვლევა მე–2 ჯგუფს მიიყვანს ზმნის– გეშინიას უარყოფი ფორმასთან , ასევე საინტერესოა წუთთისოფლის, გარდაცვალების, ადამიანის, დღესასწაულის, თავისუფალის და სხვა სიტყვების ეტიმოლოგიური კვლევის შედეგები , რომლებიც დაიბეჭდება ფერად სლაიდებზე ან კედლის გაზეთის მეშვეობით გამოიფინება ჩვენი სკოლის დერეფნებში, რაც ვფიქრობ საინტერესო იქნება არა მარტო პროექტის მონაწილეებისთვის არამედ, სხვა მოსწავლეებისთვისაც.
- საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან: ქართ. IX. 9. მოსწავლეს შეუძლია სადავო ან პრობლემურ საკითხებზე საკუთარი თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა; მოცემულ საკითხზე განსხვავებული შეხედულებების შეჯამება.ქართ. IX. 10. მოსწავლეს შეუძლია დეტალური ინფორმაციის, განსხვავებული თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა.
- პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ეკა მერებაშვილი
- ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:eka.merebashvili@gmail.com
- პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:ekamerebashvili blogspot.com
ჩვენს ერს ქართული ენის სახით უდიდესი საუნჯე აქვს და მას თითოეული ჩვენგანი უნდა გაუფრთხილდეს; ჩვენს
-
პროექტის სახელწოდება : ქართული სიტყვა–სასწაულები. პროექრის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეები დააკვირდებიან გაიაზრ...
ჩემ შესახებ
ქართული ენა კურთხეულია ბიბლიაში:“და ენაი ესე, შემკული და კურთხეული სახელითა უფლისათა”.
-
პროექტის სახელწოდება : ქართული სიტყვა–სასწაულები. პროექრის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეები დააკვირდებიან გაიაზრ...
воскресенье, 4 сентября 2011 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)


Комментариев нет:
Отправить комментарий